მღვდელმონაზონი ანდრია სარია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ცეცხლი გარდამოვა თუ არ გარდამოვა, ამით საერთოდ არ განისაზღვრება ჩემი სარწმუნოება. როგორც არ უნდა იყოს, ერთი მითი მაინც დაირღვევა ყოველი შემთხვევისთვის, რაც არაბ მორწმუნეებს უკავშრდება: არაბები როდესაც არ ესწრებიან და ცეკვავენ ტაძრის შიგნით უფალი ცეცხლს არ აგზავნისო… საინტერესოა დღეს რა მოხდება?”
მღვდელმონაზონს კომენტარებში ეკითხებიან, რატომ ენიჭებათ არაბ მართლმადიდებლებს ასეთი დიდი მნიშვნელობა?
ანდრია სარია პასუხობს:
“როგორც ქართველების წილხვდომილობის მითია შექმნილი, ისეა არაბებზეც შექმნილი მითი…:”
კომენტარებში წერენ:
“გადაცემას ვუყურე იტალიურ არხზე სადაც პირდაპირ ეთერში სპეციალური ხსნარით დამუშავებული სანთლები თავისით აალდა. მიწვეულ სტუმრებში სასულიერო პირიც იყო წამოხტა და ხელების პარჭყვა დაიწყო მაგრამ ზრდილობიანათ გააჩუმეს და ,,რიტუალი,, გააგრძელეს ცივი ცეცხლი ასე ქვია ასეთი ფოკუსებით მიღებულ ცეცხლს 15 წუთი არაფერს წვავდა.”
მამა ანდრია პასუხობს: საინტერესოა, უბრალოდ საქმე იმაშია რომ ამით არც რამე გვემატება და არც რამე დაგვაკლდება…”
კომენტარები