• რეკლამა
  • კონტაქტი
21:27, შაბათი, 31 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გარდაცვლილი 7 სასულიერო პირი და გამოუძიბელი საქმეები – “ბერი მერკვილი ხის კელიაში გამოწვეს” – ილია ჭიღლაძე

ალია ავტორი - ალია
16:59 11-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
394
დეკანოზი, ილია ჭიღლაძე:
“გამოვაქვეყნე ილია მეორის მიერ განდევნილი ეპისკოპოსის, მეუფე ქრისტეფორე წამალაიძის განცხადება, სადაც აღწერს დეტალურად 1980-83 წლებში როგორც სცადეს მისი სამგზის მკვლელობა ილია მეორის საპატრიარქოს მაფიის დაკვეთით. ქრისტეფორე წამალაიძის მკვლელობას და დევნას 1992-95 წლებშიც აქტიურად ცდილობდნენ მხედრიონელები, რასაც მოჰყვა ეპისკოპოს ქრისტეფორეს გაქცევა საქართველოდან და რამდენიმე წლის მანძილზე თავშესაფრის მიღება გერმანიაში.
ეს არაა ილია მეორესთან დაპირისპირებული ეპისკოპოსის და სხვა სასულიერო პირების მკვლელობის მცდელობის ან მკვლელობის ერთადერთი შემთხვევა:
1) დღემდე გაურკვეველი და გამოუძიებელია 1992 წლის ოქტომბერში ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ დავით ჭკადუას უეცარი გარდაცვალების გარემოება, არის ვერსია რომ ის მოწამლეს! დავით ჭკადუა ილია მეორის სერიოზული კონკურენტი და დაუმორჩილებელი მღვდელმთავარი იყო, საკუთარი გეგმებით და მიზანდასახულობით და ილია მეორეს ძალიან ეშინოდა მისი.
2) 2009 წელს ოქტომბერში სვეტიცხოველში საჯაროდ დაგმო პატრიარქი და მისი კლანი ეპისკოპოსობიდან ზვიადისტობის და ილია მეორის კრიტიკის გამო განკვეთილმა, მეუფე ამბროსი ქათამაძემ. ამის შემდგომ ერთ თვეში ის გარდაცვლილი იპოვეს თავის ბინაში, შვილი ამბობდა მოკლესო, არის მისი ინტერვიუც, მაგრამ მალე ეს შვილი დაიჭირა პოლიციამ და გააჩუმეს, ამბროსის გარდაცვალების მიზეზიც გამორკვეული არაა.. ერთი კია, რომ უცნაურად ცოცხალივით გამოიყურებოდა მისი ცხედარი: თეთრი ვარდისფერად აფერადებული სახე, თითქოს მძინარე იყო. (ამბროსის გარდაცვალებაზე ადრე ვრცლად დავწერე).
3) 2016 წელს წარმატებით ჩატარებული გულის ოპერაციის (სტენდირება) შემდგომ, მოულოდნელად განვითარებული სეფსისით გარდაიცვალა ილია მეორის ისტორიული კონკორენტი და საშიში მტერი (“შავი ყუთი”) ყოფილი მიტროპოლიტი და 2 პატრიარქის ყოფილი ქორეპისკოპისი, ილია მეორის მიერ “გასროკილი” და ქონება წართმეული, ღია ცისქვეშ უსახლკაროდ დატოვებული და ისან-ლილოს ბაზრობების გარემოვაჭრედ ქცეული, ყოფილი დიდი ბიბლიოფილი და მცხეთის სემინარიის ყოფილი რექტორი, გაიოზ კერატიშვილი. საქმე არ აღძრულა, რა თქმა უნდა. ილია მეორემ კი “დიდსულოვნად” დამარხა მის მიერ განკვეთილ-დამხობილ-დაპატიმრებულ-გამათხოვრებულ-გაუბედურებული (და მოკლული???) გაიოზი საეკლესიო პატივით! სიკვდილამდე ერთი თვით ადრე გაიოზმა საკუთარ ბეისბუქზე დადო პოსტი, სადაც იუწყებოდა, რომ ანონიმები მას მოკვლით ემუქრებოდნენ!
4) უცნაურია, რომ იმავე წელსვე (2016) მოულოდნელად ცუდად ხდება და კვდება ილია მეორის მიერ განდევნილი და გარკვეული პერიოდით ფსიქიატრიულში დამწყვდეული ეპისკოპოსი ილარიონ სამხარაძე, რომელიც ღიად და საშინლად ლანძღავდა ილია მეორის, არის შესაბამისი ვიდეოებიც და ავტოგრაფი ჩანაწერებიც (ეძახდა ნაბიჭვარს, შავ-შიოლას, ეგზარხოსს,  მამათმავალს, ბოროტს, მზაკვარს და ა.შ);
5) არის ჭორი, მაგრამ მე არ ვიცი რამდენად სწორია, რომ ილია მეორის დიდი ოპოზიციონერი და კონკურენტი, ილია მეორის მიერ გაპატრიარქებისთანავე 7 დღეში, 1978 წლის 1 იანვარს სინოდიდან და საპატრიარქოდან გაძევებული მიტროპოლიტი რომანოზ პეტრიაშვილიც, რომელიც 1 წელში გარდაიცვალა (1979 წელს), თითქოს მოკლულია. მაგრამ 91 წლის იყო, ამიტომ მე ვერაფერს ვიტყვი გადაჭრით, უბრალოდ ვალდებული ვიყავი ამ სიაში რომანოზიც შემეყვანა, რადგან ერთი საეკლესიო ისტორიკოსისგან მსმენია, კიბეებზე დააგორეს და მოკლესო. რა თქმა უნდა, მისი გარდაცველების საკითხი არ გამოძიებულა. ის იყო მარტოხელა, უშვილო და ცოლგარდაცვლილი.
6) დაახ. 12 წლის უკან გაურკვეველ და გაუძიებელ ვითარებაში მოკლეს ბორჯომის ტყეში მარტოდმყოფი განდეგილი ბერი მერკვილი, რომელიც ღიად აკრიტიკებდა მედიაში ილია მეორეს და საპატრიარქოს. მისი პატარა ხის კელია დაწვეს და შიგ გამოსწვეს ბერი მერკვილი. ოჯახი პირდაპირ აცხადებდა, რომ მოკლული იყო და შესაბამის არგუმენტებსაც დებდა, მაგრამ ბერის მკვლელობა არ გამოძიებულა, მკვლელები და დამკვეთები არ გამოვლენილა!!! ამ საკითხზე ადრე დავწერე ვრცლად.
1991 წელს გარდაიცვალა ილია მეორის მიერ 1985 წელს ეკლესიიდან განდევნილი, დიდი მამხილებელი და გმირი კაცი, სულმნათი მიტროპოლიტი შიო ავალიშვილი. მე არ ვიცი, რამდენად მოკლულია, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, რომ ორმოცამდე მისი ბინა გატეხეს და დატოვილი საარქივო დოკუმენტები გაიტაცეს. რა თქმა უნდა, ეს მოხდა ილია მეორის მითითებით, მიზეზი კი ნათელია. მიტროპოლიტი შიო 1983 წლის ცნობილ მამხილებელ “საბოლოო წერილში” ილია მეორეს სწერდა, რომ დარჩენილ ცხოვრებას ის მიუძღვნიდა დეტალურ წერილობით აღწერას ქართულ ეკლესიაში შექმნილ შიდა კატასტროფულ ამორალურ ვითარებაზე და მას დაარქმევდა: ” შვიდი წელი, რამაც შეძრა ჩემი პატიოსნება! “
სია არასრულია, მაგრამ რაც დავწერე, ესეც საკმარისია, საქართველოს ეკლესიის შავბნელი მდგომარეობის ნათელსაყოფად!”

“ვამხილე პატრიარქი… პედოფილმა მღვდლებმა ჯერ ავარია მომიწყვეს, შემდეგ მომწამლეს” – ქრისტეფორე წამალაიძის წერილი

თეგები: დეკანოზი ილია ჭიღლაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

რატომ უნდა ანდო ძვირფასი ნივთები ექსპრეს ლომბარდს?
ახალი ამბები

რატომ უნდა ანდო ძვირფასი ნივთები ექსპრეს ლომბარდს?

08:00 05-31-2025
პირველი, რაც უნდა გააკეთო, რა წამსაც მანქანის ქირაობას გადაწყვეტ
ახალი ამბები

პირველი, რაც უნდა გააკეთო, რა წამსაც მანქანის ქირაობას გადაწყვეტ

20:41 05-30-2025
სად სჯობს მართვის მოწმობის აღება, საქართველოში, თუ საზღვარგარეთ?
ახალი ამბები

სად სჯობს მართვის მოწმობის აღება, საქართველოში, თუ საზღვარგარეთ?

19:37 05-30-2025
ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა ხელმისაწვდომი!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა ხელმისაწვდომი!

17:40 05-30-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved