რამდენიმე დღის წინ მარნეულში ჩვილის ცხედრის ექსჰუმაცია ჩატარდა, ქალმა, რომელმაც ადგილობრივ საავადმყოფოში ნოემბერში იმშობიარა, კოვიდი გადაიტანა, ვირუსი შეხვდა ჩვილსაც, რომელიც თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. მოგვიანებით დედას უთხრეს, რომ ბავშვი კოვიდ გართულებით დაიღუპა, თუმცა გარდაცვლილი ჩვილის ნახვის შემდეგ ოჯახი ირწმუნებოდა, რომ ეს მათი ჩვილის ცხედარი არ ყოფილა. მიუხედავად ამისა ბავშვი მაინც დაკრძალეს.
ოჯახმა პოლიციას ახალი გარემოებების გამო მიმართა,რის შემდეგაც მოხდა ექსჰუმაცია. ამჟამად, ოჯახი ექსპერტიზის პასუხს ელოდება. თუ მშობლების ეჭვი დადასტურდა, არ არის გამორიცხული კონკრეტული მედპერსონალის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
კომენტარები