რუსთავი2-ის ინფორმაციით, გარდაცვლილია საპატრიარქოს დამლაგებელი. ქალის ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა.
უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის ვერსიას, თუმცა მომხდარი საეჭვოდ ემთხვევა სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ პატრიარქის მოსაყდრის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღძრა.
მოწამლეს თუ მოიწამლა – ახლა ეს უკვე დამოკიდებულია პატრიარქის სავარაუდო მემკვიდრის დამლაგებელი ქალის ცხედრის ექსპერტიზის პასუხზეც. პასუხი ამ კითხვაზე ასევე დამოკიდებულია იმ სამედიცინო დასკვნაზეც, რომელიც უცხოეთიდან უნდა ჩამოვიდეს. რ
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველოში სისხლის სამართლის საქმე 19-108-ე მუხლით დაიწყო. განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, თუმცა მუხლი შესაძლოა გამოძიების შედეგების მიხედვით გადაკვალიფიცირდეს.
რაც შეეხება გარდაცვლილ ქალს, მისი ცხედარი ექსპერტიზის შემდეგ უკვე გადასვენებულია საპატრიარქოში.
კომენტარები