მოგიწოდებთ, ჩაიტაროთ ვაქცინაცია, რომ უსაფრთხო გახდეს ეს ქვეყანა ჩვენი შვილებისთვის, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, ინფიცირებული პაციენტების 95 პროცენტი და გარდაცვლილთა 98.8 აუცრელია.
„მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ ვაქცინაცია უფრო გააქტიურდეს და ვაქცინაცია უშიშრად ჩაიტარონ, რადგან არ არსებობს ისეთი გართულებები, რომელიც საშიშია მოქალაქისთვის. სხვადახხვა ქვეყნებში კვლევებია ჩატარებული, რომ დელტა შტამი, რომელიც უფრო გადამდებია და მძიმე დაავადებას იწვევს, აღმოჩნდა, რომ ინფიცირების 95 პროცენტზე მეტი არის არავაქცინირებულებში და ლეტალობა 99,8 პროცენტი არის არავაქცინირებულ პირებში. ვაქცინირებულ ადამიანებში დაავადება მიდის მსუბუქად და მათთან ლეტალობა არ დაფიქისრებულა. ეს არის ამოსავალი წერტილი და მოგიწოდებთ, ჩაიტაროთ ვაქცინაცია, რომ უსაფრთხო გახდეს ეს ქვეყანა ჩვენი შვილებისთვის“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
კომენტარები