ბაღდათში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო. გვიან ღამე გავრცელდა ცნობა, რომ წერეთლის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს გორგოძეების ოჯახის 5 წევრი და მათი ახლობელი ემსხვერპლა. ახალგაზრდა ქალი მეხუთე შვილს ელოდებოდა. მთლიანად დაიწვა 4 არასრულწლოვანი.
შემთხვევის დროს სახლში არ იმყოფებოდნენ დაღუპული ბავშვების მამა და ბებია. ადგილობრივების ინფორმაციით, მაღაზიიდან დაბრუნებული ბებია ხანძარს შეესწრო, თუმცა ცეცხლი იმდენად ძლიერი იყო, ვერცერთის გამოყვანა ვერ შეძლო ხანძრიდან.
მეზობლების თქმით, ბავშვების მამამ ცოლ-შვილი სახლში დაძინებული დატოვა, დაბრუნებულს კი ეს შემზარავი ტრაგედია დახვდა.
მომხდარზე პირველად საუბრობს გარდაცვლილი ბავშვების ბებია, რომელიც ვარაუდობს, რომ ცეცხლი სანთლიდან გაჩნდა.
გარდაცვლილის და კი ამბობს, რომ გარდაცვლილთანაგ ყველაზე პატარა მაშველებმა ღუმელთან ნახეს.
კომენტარები