“გარეჯი არის ქალბატონი ზურაბიშვილის სინდისზე, ჩაიცვა ჩექმები, დაიხურა ჩაფხუტი, ავტომატიან ჯარისკაცებთან ერთად დადგა და ერთ თვეში საზღვარი გაავლეს და ჯარი ჩააყენეს ფაქტობრივად,- ამის შესახევ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც აზერბაიჯანი – საქართველოს საზღვრის დელიმიტაცია – დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას გამოეხმაურა.
„გარეჯის თემის წამოწევა არის „ქართული ოცნების” მოღალატე ხელისუფლების წინასაარჩევნოდ ჩატარებული პიარ – აქცია, რომელიც ვნებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას და საბოლოო ჯამში, დავით გარეჯის პრობლემის ქვეყნის სასარგებლოდ გადაწყვეტას უშლის ხელს. ეს არის დაახლოებით ისეთი საქმე, როგორიც იყო ე.წ. ტრაქტორების საქმე, როცა ალასანიას და მისი პარტიის დასჯა გადაწყვიტეს და საბოლოოდ, წლების შემდეგ ეს საქმე დამთავრდა სასიკეთოდ. მაგრამ სად ტრაქტორები, რომელიც, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მიზნებით იყო განპირობებული და სად გარეჯის საქმე, რომელსაც აქვს ძალიან დიდი და ისტორიული მნიშვნელობა. საქმეს აფუჭებენ ძალიან სერიოზულად”
კომენტარები