უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს:
„გარეჯისთვის მებრძოლი შეურაცხადად ცნეს!
დასრულდა გარეჯში დაკავებული გიორგი იჩუკაიძის სასამართლო პროცესი. გიორგი შეურაცხადად ცნეს და ხონის ფსიქიატრიულში სამწლიანი იძულებითი მკურნალობა დაუნიშნეს. ეს არის სირცხვილი და თავს ლაფის დასხმა გარეჯის მცველისა და თითეული ქართველისთვის. მალე ალბათ ყველას გიჟებად გამოგვაცხადებენ. სამწუხაროა რომ სრულიად უდანაშაულო ადამიანი შიდა გარე მტრებმა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდეს.“
კომენტარები