3 ოქტომბერს დღის ბოლოდან 7 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, ნისლი, ქარის გაძლიერება, 4 ოქტომბერს ზღვაზე მოსალოდნელია 2-3-ბალიანი ღელვა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან ზონაში ზოგან შესაძლებელია თოვლი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.
კომენტარები