გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს:
დღეს 3 ივნისს, უახლოესი საათების განმავლობაში 4 ივნისის ღამის ჩათვლით შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, კავკასიონის ქედის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

კომენტარები