გუშინ ნაციონალური მოძრაობა თელავის საკრებულოს წევრმა, მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლმა, იმედა კევლიშვილმა დატოვა, რომელიც 2002 წლიდან პარტიის წევრი იყო. ახალი მენეჯმენტი მიშას თანამებრძოლებს განსხვავებული აზრის გამო დევნის, პარტიის გენერალური მდივნის მოადგილე კი მას სუსს ეძახის.
ოლიგარქიულ რეჟიმზე თუ რამემ შეიძლება გაგამარჯვებინოს, პრინციპულობა, სწორი ღირებულებები და მორალური სიმტკიცეა – ის, რისგანაც მთავარი ოპოზიციური პარტია ყოველდღე იცლება. ხოლო ის, რითიც პარტია ივსება, არის ისეთი მანკიერებები, რომელიც გამარჯვებას შეუძლებლად აქცევს და რომელიც გარანტირებულად ტოვებს ქართულ ოცნებას ხელისუფლებაში, მიშას კი ციხეში.
სანამ საზოგადოებას არ ეცოდინება, რომ რასაც ვამბობთ, იმას ვგულისხმობთ, იმაზე ვაგებთ პასუხს და იმას განვახორციელებთ, ცვლილება არ მოვა. დღეს კი მთავარი ოპოზიციური პარტია თუ რამით უწევს ქართულ ოცნებას კონკურენციას, ეს სიტყვის გაუფასურებაა. დაპირება დაპირებისთვის და არა შესრულებისთვის. ერთობა კი სიისთვის (იდეისა და პრინციპების გარეშე). ამის ფონზე, ვხედავთ როგორ ტოვებენ პარტიას მართლა ღირსეული, პრინციპული ადამიანები, რომლებმაც ათწლეულები გაატარეს პარტიაში.
ოპოზიციონერი საქმოსნები კი, რომლებმაც ოპოზიციაში ყოფნა ბიზნესად იქციეს, ყველასა და ყველაფერს “გაურიგდნენ და შეურიგდნენ” და ოცნების ჩინოვნკინებისაგან ვერც ქონებით და ვერც ცხოვრების სტილით განასხვავებ. გვეუბნებიან, რომ თურმე ეს ხალხი მოღალატეა, გვეუბნებიან და ამ დროს ხელს ართმევენ ყველას, ვინც პარტიას უღალატა 2012 წლიდან დღემდე.
იმისთვის, რომ ხელისუფლება შეცვალო, უკეთესი ალტენატივა უნდა იყო. რითი სჯობს დღეს ეს ნაციონალური მოძრაობა ქართულ ოცნებას? განსხვავებული აზრის დევნით, არაფორმალური მართვითა და პოლიტიკის ფულის შოვნის საშუალებად ქცევით ისე ემსგავსება, მხოლოდ ლოგოს ფერი თუ დარჩა განსხვავება.”
კომენტარები