დღევანდელ სურათს თუ შევხედავთ, ჩემი სუბიექტური აზრია, მაგრამ ალბათ, გარკვეული პერიოდი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება დაგვჭირდება, რათა მაქსიმალურად ეფექტიანად მოვახერხოთ ეპიდემიის გავრცელების პრევენცია – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.
„ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება კონსულტაციები თითოეულ იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ეპიდემიის გავრცელებას უკავშირდება და ყოველდღიურ რეჟიმში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილებებიც. დღევანდელი მოცემულობის მიხედვით, ჩემი სუბიექტური აღქმაა, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება საჭიროა, თუმცა ამის შესახებ გადაწყვეტილება, ყველა ინფორმაციის გათვალისწინებით, რამდენიმე დღეში მიიღება“
კომენტარები