პარტია ,,საქართველოსთვის” წევრი, ნათია მეზვრიშვილი:
როგორი ღიმილისმომგვრელი სიჩუმეა ნაცმოძრაობაში და ოცნებაში 20 ივნისზე სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. რატომ იცით? იმიტომ, რომ სასამართლომ დაადგინა, რომ 20 ივნისს მელია პარლამენტზე შტურმს აწყობდა, ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილების შესაძლებლობა ნაცმოძრაობას გახარიამ არ მისცა და ოცნებამ ამ ყველაფრის შემოქმედს ამნისტია შეახო, სამუდამო იმუნიტეტი შესძინა, დღემდე აცოცხლებს და გაურიგდა პარტიას, რომლისთვისაც ძალადობრივი გზით ხელისუფლების ცვლილება პოლიტიკური ცხოვრების წესია. სტრასბურგის გადაწყვეტილებამ წერტილი დაუსვა ნაცმოძრაობის და ოცნების ბინძურ პროპაგანდას 20 ივნისზე, ნათელი მოჰფინა ვინ იცავდა ქვეყანას ძალადობრივი სცენარისგან და ვინ შეეკრა ნაცმოძრაობას! უბრალოდ გადახედეთ როგორ აშუქებს იმედი გადაწყვეტილებას – შტურმის ხსენება არ არის. ბუნებრივია, შტურმი რომ ახსენონ, საზოგადოებას უნდა აუხსნან საკუთარი არაკომპეტენტურობით მთელი ამ წლების მანძილზე რატომ გააჩინეს უამრავი კითხვა მელიას დაკავება-პატიმრობაზე და საბოლოო ჯამში, რატომ აარიდეს პასუხისმგებლობას.
ალბათ, იარსებებს ხალხი, რომელიც ისევე დააიგნორებს სტრასბურგის გადაწყვეტილებას, როგორც სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ რაციების ჩანაწერებს აიგნორებს წლებია (სადაც გარკვევით ისმის გახარიას „არ ისროლოთ“) იმიტომ, რომ ეს მათ პოლიტიკურ ინტერესშია, მაგრამ დრო ყველაფერს თავის ადგილზე აყენებს.
როგორც ამ საქმეზე დადგინდა სიმართლე, ასე დადგინდება ყველა იმ სპეკულაციაზე და ცრუ ბრალდებაზე, რასაც გახარიას მისამართით ჰქონდა და აქვს ადგილი ოცნების და ნაციონალური მოძრაობისგან.
კომენტარები