თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, “მთავარი არხის” დირექტორი და დამფუძნებელი, ნიკა გვარამია “გარყვნილი ხელისუფლების” სახეა, ამაზე მინისტრმა პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.
“ამ ბოროტული, მტრული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული ძალის, ნაციონალური მოძრაობის სახე, გარყვნილი ხელისუფლების სახე – გვარამია, რომელიც არის სახე ამ გარყვნილი ორგანიზაციის ლიდერების, მე ლიდერებზე მაქვს აქცენტი. რამდენიმე დღის წინ გამოვიდა ეს არსება და თქვა, რომ მისთვის გაუგებარია და ავადმყოფობაა ოჯახის ერთგულება, სიყვარული, მეუღლის შვილები, წარმოგიდგენიათ, როგორი დაზიანებული, გაუბედურებული ფსიქიკის ადამიანებთან გვაქვს ჩვენ ურთიერთობა და რამდენს ვითმენთ, იმოტომ რომ დემოკრატია გვაქვს და გვაქვს ტოლერანტული საზოგადოება”
კომენტარები