ტელეკომპანია „იმედზე“ გადაცემაში „პირისპირ“ პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრმა ჰერმან საბომ თქვა:
„მე ფულს გადავიხდი ჯარიმებში, სასამართლოში, გაჭირვებულებს დავეხმარები, მაგრამ არ მინდა ფულს ვრიცხავდე საპენსიო ფონდში, რაც არ ვიცი, როგორ დამიბრუნდება მომავალში.
მე მირჩევნია დღეს ნაშოვნი ფული მქონდეს, ვიდრე ჩამომაჭრან და სამომავლო ზრუნვისთვის გამოიყენონ. დაუშვათ, ვარ ამპარტავანი ადამიანი და არ ვაპირებ შვილების ყოლას, ამავდროულად მაქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ამ შემთხვევაში რა ხდება? ვისთან მიდის ჩემი „დაზოგილი“ სამომავლო საპენსიო ფონდის ფული?
დიახ, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები მაქვს და გარწმუნებთ, რომ საპენსიო ასაკამდე ვერ მივაღწევ. ამის ცოდნის მერე, ვინმეს კიდევ შეუძლია მითხრას, რომ ვალდებული ვარ ჩემი დღეს ნაშოვნი ფული საპენსიო ფონდში შევიტანო?!“
კომენტარები