გასაიდუმლოებული სპეცრეისი მინსკიდან – მედიაში კიდევ ერთი ვერსია ვრცელდება, რომლის მიხედვითაც სამთავრობო თვითმფრინავით ბელორუსიიდან ე.წ. კანონიერი ქურდი, მინდია გორაძე, იგივე ლავას ოღლი ჩამოიყვანეს.
ცნობილია, რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი სწორედ ბელორუსის ციხეში იხდის სასჯელს.
თბილისისან სამთავრობო დელეგაციის ჩაფრენისა და გამოფრენის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. ერთ-ერთი დაუდასტურებელო ინფორმაციით, თბილისში ალექსანდ ლუკაშენკოს ვაჟი ჩამოიყვანეს.
ცნობისთვის, საქმის რეზონანსულობის მიუხედავად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დუმს.
მინდია გორაძის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე, “ნიუპოსტთან” გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
ნიუპოსტი
კომენტარები