ვაჟა-ფშაველას გამზირზე, საკუთარ სახლში მყოფი ქალის სიკვდილის მიზეზი 500-550 მეტრის სიშორიდან გასროლილი “მაკაროვის” ტყვია გახდა. “ნიუპოსტი” უკვე წერდა, რომ ტყვიამ ფანჯრის მინა ჩაამსხვრია და მოკლა ქალი, რომელიც მოხუც დედასთან ერთად ტელევიზორს უყურებდა. მას ტყვია თავში მოხვდა. დაღუპული ქალი მომღერალ თიკა მახალდიანის დედა, თამუნა ანთელავაა.
წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედიის მიზეზი პოლიციელთა თავშეყრა და ქეიფია, რის შემდეგაც მოპირდაპირე კორპუსში მცხოვრებმა, სავარაუდად, ნასვამმა პოლიციელმა აივანზე რამდენჯერმე ჰაერში გაისროლა.
საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადება ვაჟა-ფშაველას გამზირზე ბრმა ტყვიით მოკლული ქალის საქმეზე დაკავებული პირის შესახებ მიანიშნებს, რომ ბრალდებული ს.გ. პოლიციელია.
ამაზე ის მეტყველებს, რომ საქმეს არა შსს, არამედ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი იძიებს. დაკავებულ ს.გ-ს ბრალი სს კოდექსის 116-ე მუხლით წარედგინა.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა დანაშაული ჩადენილი ყოფილიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ, გამოძიების საწყის ეტაპზევე სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადმოეცა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს:
“საქმეზე განხორციელდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. ჩატარდა ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა. ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა გასროლილი ტყვიის მასრები და ცეცხლსასროლი იარაღი. ექსპერტების მიერ განხორციელდა ნიმუშების აღება. მოწმის სახით გამოიკითხა არაერთი პირი” –ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ.
დაღუპული ქალი მომღერალ თიკა მახალდიანის დედა, თამუნა ანთელავაა.
ნიუპოსტი
კომენტარები