22 აგვისტოს მსოფლიოში კორონავირუსის 512 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა, 7 578 ინფიცირებული გარდაიცვალა. პაციენტების უმეტესობა აშშ-ში, ირანსა და დიდ ბრიტანეთშია. მონაცემები Worldometers-სზეა ხელმისაწვდომი.
კერძოდ, COVID-19-ით ინფიცირების 111,000-ზე მეტი ახალი შემთხვევა აშშ-ში, 38,000-ზე მეტი – ირანში და თითქმის 32,000 – დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა.
სიაში პაციენტების რაოდენობის მიხედვით შემდეგი იაპონია და რუსეთია.
საქართველო ამ დროისთვის სიაში 50-ე ადგილზეა.
ევროპაში ინფიცირების მაჩვენებლით დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, ესპანეთი ლიდერობენ, დღიური სიკვდილიანობით – რუსეთი, საფრანგეთი, ესპანეთი.
კომენტარები