კორონავირუსის მსხვერპლი იზრდება. გასული დღეღამის განმავლობაში ჩინეთში დაავადებამ 44 ადამიანი იმსხვერპლა. საერთო ჯამში კი გარდაცვლილთა რაოპდენობამ 2 ათას 788-ს მიაღწია. ინფიცირებულთა რიცხვი კი 78 ათას 832-ს შეადგენს.
2 ათას 22-მდე გაიზარდა დაავადებულთა რაოდენობა სამხრეთ კორეაში. იქ ვირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყნის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსით გარდაცვალების ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა.
მსოფლიო მასშტაბით, ვირუსი უკვე 54 ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 70-ს მიაღწია. 83 ათას 379 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებული კი 36 ათას 533-ია.
კომენტარები