ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩინეთის ქალაქ უხანში, რომელიც კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრი გახდა, Covid 19-ით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ინფრომაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ეპიდემიის დაწყებიდან ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქალაქში ახალი დაინფიცირებული არ გამოვლინდა. ჩინეთის მასშტაბით ვირუსის სულ 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა ყველა მათგანი იმპორტირებულია. დაავადებას კი 8 ადამიანი ემსხვერპლა.
ეპიდემიის დაწყებიდან ჩინეთში ვირუსი 80 928 ადამიანს დაუფიქსირდა. 70 420 გამოჯანმრთელდა, დაღუპულია 3 245 პაციენტი.
კომენტარები