გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 11 012 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო რაოდენობამ კი 209 688-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 88 პაციენტი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვი 1 915-მდე გაიზარდა. დღე-ღამეში ვირუსი 2 390-მა ადამიანმა დაამარცხა.
კომენტარები