რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 139 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 3 388-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კოროვირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.
ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა 9 434-ით გაიზარდა და 335 882-ს მიაღწია.
გავრცელებული ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში ინფიცირებულ პირთა 80% 65 წელს მიუღწეველი პირია.
კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებით, რუსეთმა მსოფლიოში მესამე ადგილზე გადაინაცვლა.
კორონავირუსისგან სულ 107 936 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
კომენტარები