„ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე:
“სითი პარკი” გაცილებით ლმობიერი იყო ვიდრე “თბილისი პარკინგი!”თუ “სითი პარკის” დროს პარკირებისთვის 25 ლარს ვიხდიდით 6 თვეში ერთხელ, ახლაც ამ თანხას ვიხდით, მაგრამ ამას დაემატა ზონალური პარკირება, რაშიც საათში ვიხდით 1 ლარს!“სითი პარკის” დროს ევაკუატორით წაყვანის ჯარიმა თუ 70 ლარი იყო, ახლა ჯარიმა 150 ლარია!“სითი პარკის” დროს, არასწორ პარკირებაზე ჯარიმა თუ 10 ლარი იყო, ახლა ჯარიმა 50 ლარია!სრულიად უწყინარ სიტუაციაში ევაკუატორით “იტაცებენ” ავტომობილებს.2014–2016 წლებში “სიტი პარკის” ბოროტმოქმედებაზე 3-ჯერ შევიტანეთ კანონპროექტი მე და ბ-ნმა როინ მიგრიაულმა. 2014 წელს ჩვენი კანონპროექტი პარლამენტმა მიიღო კიდეც და კანონი ძალაში შევიდა, სწორედ ჩვენი სიტყვები ჩაიწერა კანონში, რომ თუ ავტომობილი არ აფერხებს მოძრაობას, არ ქმნის საავარიო ვითარებას ან საცობს არ შეიძლებოდა მისი მოტაცება! თუმცა მას შემდეგ კანონში იმდენი რამე ჩაამატეს, რომ მუხლი კი არა პოემა გეგონება…
კომენტარები