გირჩი – მეტი თავისუფლების წევრი, ბადრი გრიგალაშვილი:
“კონსტიტუციის მიხედვით, გაჭედილი პარლამენტის დათხოვნის და რიგგარეშე არჩევნების შემდეგი გზა არსებობს:
1. პრემიერ-მინისტრს შეუძლია პარლამენტის წინაშე დასვას მთავრობის ნდობის საკითხი.
2. ნდობის საკითხს კენჭი ეყრება მისი დასმიდან მაქსიმუმ 2 კვირაში. თუ პარლამენტი ნდობას არ გამოუცხადებს მთავრობას(ანუ კენჭს არ უყრის საკითხს), პრეზიდენტი ნდობის არგამოცხადებიდან მაქსიმუმ 2 კვირაში დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.
ეს ნიშნავს რომ თუკი თეორიულად ღარიბაშვილზე იქნება წნეხი, რადგან პარლამენტი პარალიზებულია და ის პარლამენტის წინაშე დააყენებს მთავრობის ნდობის საკითხს, უმრავლესობას ექნება ორი არჩევანი:
შეეგუოს სასამართლოს თემაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას vs დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები.
რათქმაუნდა ღარიბაშვილი თავისი ნებით ამას არასდროს გააკეთებს, მაგრამ ახლა შეტევა ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანია.”
კომენტარები