ოჰაიოს შტატის მცხოვრები, 22 წლის ები ბაჯინსკი გახდა პირველი გამარჯვებული Vax-a-Million lottery-სა, რომელიც ვაქცინაციის წახალისების მიზნით სახელმწიფომ დააწესა. ინფორმაციას NBC ავრცელებს.
მედიის ცნობით, მოგების შესახებ მას ოჰაიოს გუბერნატორმა პირადად ამცნო.
ები ბაჯინსკი ამბობს, რომ თანხის ნაწილს ქველმოქმედებას მოახმარს, ნაწილით ახალ მანქანას იყიდის, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობდა, დანარჩენს კი სავარაუდოდ ინვესტიციაში ჩადებს.
Vax-a-Million lottery-ის გათამაშება ოჰაიოს შტატმა მასობრივი ვაქცინაციის წახალისების მიზნით წამოიწყო. გათამაშებაში ის ადამიანები ერთვებიან, რომლებსაც ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვთ გაკეთებული.
“ალია” შეგახსენებთ, საქართველოში, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ არ აპირებს თბილისში აცრის კაბინეტების დამატებას, ამიტომ, დედაქალაქის მაცხოვრებლებიდან, ვინც ვერ მოახერხებს აცრის დაჯავშნას, შეუძლია წავიდეს რეგიონში და იქ აიცრას. ჯავშანი თბილისში მდებარე აცრის კაბინეტებზე, რეგისტრაციის გამოცხადებიდან სამ საათში შეივსო.
კომენტარები