ანალიტიკოსი გია აბაშიძე მედიასთან, მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო შეწყალებას განიხილავს და ამბობს:
„თუ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მორიგი არაადეკვატურობა გამოავლინა, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მორიგ ჯერზე გაილაშქრა, ავაზაკი სააკაშვილი შეიწყალა და მან გარეთ რამდენიმე სააათი გაატარა, თუ უცხოეთში არ გაიქცა, სავარაუდოდ ეცდება, რომ პოლიტიკური პროტესტის მუხტი ასწიოს, შექმნას საპროტესტო განწყობები, მაგრამ ის უკვე ორი წელია ჩამოსულია, ჯერ საპატიმროში იყო, მერე კლინიკაში და მისი მრავალრიცხოვანი მხარდამჭერი არსად ჩანს.
ამასობაში ენმ-მ ორი ლიდერი გამოიცვალა და მხარდამჭერთა სოლიდარობის ორგანიზება ვერცერთმა შეძლო, ვერც „ვივამედთან” და ვერც რუსთავის ციხესთან. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ახლა სააკაშვილი ბევრისთვის პოლიტიკურად არამომგებიანია. მისმა არაადეკვატურობამ, შარლატანობამ, რომ ხან შიმშილობდა, ხან კვდებოდა, ხან ხმებოდა, მისი ძლიერი მხარდამჭერებიც დაარწმუნა, რომ საქმე არასერიოზულ ადამიანთან აქვს.სააკაშვილი პოლიტიკაში წარუმატებლობის კომპენსირებას ცდილობს და კიევში ძმისა და ლიზა იასკოს მეშვეობით, მისი ღვინის მარნის გამოფენა-გაყიდვა მოაწყო. თუ სააკაშვილების ღვინის ბიზნესი წარმატებული იქნება, კარგი ინიციატივაა, შეუძლია საპყრობილის დატოვების შემდეგაც, ძმასთან ერთად ამას სათავეში ჩაუდგეს. მას საქართველოში შემოპარვამდე, უკრაინაში ცრუ წარმოდგენები შეუქმნეს და თავადაც აცნობიერებს, რომ მის მხარდასაჭერად და ვითომ დასახსენელად ქუჩაში არანაირი ასი ათასი ადამიანი არ დგას. ეს მორიგი პოლიტიკური ბლეფი აღმოჩნდა.
სააკაშვილი რაღაცასაც რომ შეეცადოს, ეს ძალიან ხანმოკლე პროტესტი იქნება და დიდი იმედი ვიქონიოთ, რომ რამდენიმესაათიანი მისი გარეთ ყოფნა, უკან საპყრობილეში დაბრუნებით დასრულდება. მის წინააღმდეგ სხვა საქმეებია, რომლებზეც ვერდიქტი არაა. უკვე გამოტანილ განაჩენზე შეწყალება შესაძლებელია და მიმდინარე პროცესებზე ვერანაირად. მას წინასწარი პატიმრობა დაეწევა, ის რუსთაველზე იქნება, აეროპორტის ტრასაზე თუ, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე.”
კომენტარები