ესპანური მედია გარდაცვლილი ქალებისა და ბავშვების ფოტოებს ავრცელებს. ისინი ხმელთაშუა ზღვის გადაცურვას ცდილობდნენ, თუმცა ვერ შეძლეს და ზღვაში დაიხრჩნენ.
ბოლო მონაცემებით, მიგრაციის მცდელობისას გარდაცვლილია ლიბიის 743 მოქალაქე.
არასამთავრობო ორგანიზაციაში „გაშლილი მკლავები”, რომელიც მიგრანტებზე ზრუნავს, მომხდარს მორიგ ტრაგიკულ შემთხვევად აფასებენ.
„შოკში ვართ, მსგავსი შემთხვევა ნამდვილი ტრაგედიაა… ხმელთაშუა ზღვა სასაფლაოდ არის ქცეული, ეს ასე არ უნდა იყოს. კიდევ უნდა ჩატარდეს სამძებრო ოპერაციები, რათა მეტი სიცოცხლის გადარჩენა შევძლოთ”, – ამბობენ ორგანიზაციაში.
თუმცა, ტრაგიკული ამბების პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთმა მაშველმა ჩვილი ბავშვის გადარჩენა შეძლო.
„ბავშვი სულ სველი და მთლიანად გათეთრებული იყო, ამოყვანის მომენტში ისიც კი არ ვიცოდი ცოცხალი იყო თუ არა,” – ამბობს ფრანცისკო ვალე.
საბედნიეროდ, ბავშვის გადარჩენა მოხერხდა.
წყარო – დაიჯესტი
კომენტარები