სოციალურ ქსელში, უამრავი ადამიანი ავრცელებს ამ წუთებში ერთი და იგივე წინადადებას:
“გაუჩერეს დედამიწა და ჩავიდა – თემურ წიკლაური გარდაიცვალა.”
ყველასთვის საყვარელი მომღერალი თემურ წიკლაური ორ კვირაზე მეტი კოვიდინფექციას ებრძოდა. ის გორის ჰოსპიტალში იყო მოთავსებული და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.
დამატებით დეტალებს “ალია” ადგენს და აქვე გავაახლებთ ინფორმაციას.
ბესო ბერულაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ხალხო თემურ წიკლაური ცოცხალია და ღვთის წყალობით გადარჩება კიდეც.ნუ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას გარდაცვალების შესახებ”
თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბექა მჭედლიშვილი, წერს:
“თემურ წიკლაური გარდაიცვალაო, ავრცელებენ ამ ინფოს, მძიმე მდგომარეობაა მაგრამ ადამიანი ცოცხალია, ც ო ც ხ ა ლ ი! გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს და ექიმები ყველაფერს აკეთებენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად! რეანიმაციაში წევს და იმყოფება მართვით სუნთქვაზე. ადამიანის სიცოცხლეს მაინც მოეკიდეთ მეტი პასუხისმგებლობით!”
კომენტარები