ადვოკატი, დავით გირგვლიანი:
“გაუგონარ საქმეზე მოგიყვებით!
ბრალდებულს,რომელმაც დაზარალებულს მსუბუქი დაზიანება მიაყენა ურთიერთშელაპარაკების დროს განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის 10 წლით პატიმრობა შეუფარდეს!
ბრალდებულს არ ჰქონია არც მკვლელობის განზრახვა და არც მცდელობა, რასაც ერთხმად ყველა მოწმე მათ შორის დაზარალებულიც კი აფიქსირებს!
დაზარალებული განმარტავს,რომ ბრალდებულს მისი მოკვლა რომ სდომებოდა ის მას თავს დაესხმებოდა თუმცა ბრალდებულს ეს არ გაუკეთებია!
ბრალდებული ინანიებდა მის ქმედებას და საკუთარი ფეხით მივიდა პროკურატურაში ბრალის აღიარებით !
ბრალდებული ინანიებდა და აცხადებდა დაესაჯათ ის მისი ქმედებისათვის!
ბრალდებული არასოდეს ყოფილა კანონთან კონფლიქტში! არ არის ნასამართლევი!
მის მიმართ არ აქვს პრეტენზია დაზარალებულს!
მისი ქმედება ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების მიყენებაა, თუმცა ბრალად 19/108 მუხლი განზრახ მკვლელობის მცდელობა წაუყენეს და სასამართლომ მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა!
ეს არის გაუგონარი ფაქტი!
ადამიანი დაისაჯა იმისათვის რაც არ ჩაუდენია! რისი განზრახვაც არ ჰქონია!”
კომენტარები