„სტრატეგია აღმაშენებლის“ წინასაარჩევნო დასკვნით შეხვედრაზე პარტიის გენერალურმა მდივანმა მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა. როგორც პაატა მანჯგალაძე აღნიშნავს, გიორგი ვაშაძე არის ის უპირობო ლიდერი რომელიც ქვეყანას ჭაობიდან ამოიყვანს.
„ მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა რომ ისანს და საქარველოს გაუმართლა, რაგან ჰყავს გამორჩეული ლიდერი გიორგი ვაშაძის სახით და ამას არ ვამბობ იმიტომ, რომ ის ჩვენი პარტიის თავმჯდომარე და ჩემი მეგობარია. გიორგი ვაშაძემ თავის „სტრატეგია აღმაშენებლით“ და აღმშენებლობის იდეით საზოგადოებას დაუმტკიცა, რომ ის არ იბრძვის ერთპიროვნული მმართველობისთვის. „სტრარეგია აღმაშენებელი“ არის იდეა, რომელიც ეწინააღმდეგება კერპთაყვანისმცემლობას პოლიტიკაში, ეწინააღმდეგება ცრუ მესიანიზმს პოლიტიკაში, ეწინააღმდეგება ცრუ დაპირებებს პოლიტიკაში და ორიენირებულია საქმის კეთებაზე, და ამიტო გაუმართლა ისანს, გაუმართლა საქართველოს, რომ ეყოლება გამორჩეული მაჟორიტარი და გამორჩეული პრემიერ-მინისტრი გიორგი ვაშაძის სახით. ჩვენ არჩევნების წინ კი არ გაგვახსენდა ეს ყოველივე, არამედ ეს დაიწყო ბევრი წლის წინ. თქვენ იცით ბევრი საქმე რომელიც გიორგი ვაშაძემ და მისმა გუნდმა გააკეთეს, იუსტიციის სახლი. ცოტამ თუ იცის, რომ მისი იდეა იყო კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება, რომელმაც ათასობით ადამიანს მისცა სოფლებში კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან წვდომის შესაძლებლობა. ჩვენ მოვიარეთ უმრავი ქალაქი და სოფელი, შევხვდით ათასობით ადამიანს და მოვისმინეთ მათი პრობლემები. დავინახეთ თუ როგორ პირობებში და როგორ გაჭირვებაში უწევთ ცხოვრება და აი ეს არის შესაცვლელი ქვეყანაში. ჩვენ უნდა დავამარცხოთ სიღარიბე და დავიწყოთ სვლა ქვეყნის აღმშენებლობისკენ სადაც თითოეულ მოქალაქეს ექნება უკეთესი მომავალი. 31 ოქტომბერს ათასობით ადამიანის თანადგომით საქართველოში დაიწყება აღმშენებლობა. მეგობრებო ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე და მხარი დავუჭიროთ აღმშენებლობას „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახით და შემოვხაზოთ ნომერი 27, რათა ქვეყანა იმ ჭაობიდან ამოვიყვანოთ რაშიც დღეს არის ჩაფლული“ – პაატა მანჯგალაძე
კომენტარები