ენმ-ის მოთხოვნებს, ხატია დეკანოიძე აჟღერებს:
“სამედიცინო ფაკულტეტების დამამთავრებელი კურსის სტუდენტების გადამზადებას იმისთვის, რომ ექიმებს დაეხმარონ;
ვაქცინაციის პოპულარობისა და წახალისებისთვის – გაუქმდეს სრულად ვაქცინირებული ოჯახებისთვის კომუნალური გადასახადები 3 თვით;
სრულად ვაქცინირებულებისთვის განახევრდეს ტრანსპორტის ფასი;
სოციალურად დაუცველ ვაქცინირებულებს დამატებით 1 თვის სოციალური დახმარება ჩაერიცხოთ;
სრულად ვაქცინირებულ პენსიონერებს, დამატებით მიეცეთ ნახევარი თვის პენსია
სრულად ვაქცინირებული და თვითდასაქმებულებს გაუნახევრდეთ წლიური საშემოსავლო გადასახადი.
გარდა ამისა, დაიწყოს მსჯელობა ბუსტერ დოზებზე.”
ხატია დეკანოიძე ეპიდემიოლოგებსაც მიმართავს და მოუწოდებს, წარმოადგინონ პროგნოზი, საით მიდის ქვეყანა და რა გველოდება უახლოეს პერიოდში.
კომენტარები