გაურიგდა თუ არა ზაზა გოროზია ფრიდონ ინჯიას? – სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი ნიკა მელიას პასუხობს და ამბობს:
“მარტვილის ოლქში გვაქვს ყველაზე კარგი შედეგი, რაც კი გვქონია. იყრიდა თემურ ჯანაშია კენჭს. გვაქვს საუკეთესო შედეგი. ინჯიას მაგ ოლქში აქვს ყველაზე ცოტა ხმა. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ, მის ჭორაობას ვყვებით? რა დავთმეთ, სად დავთმეთ, საერთოდ ვერ ვხდები. მე არ ვაპირებ პარტიის წინააღმდეგ რამე ვთქვა. ყოველთვის ვაკეთებდი პარტიის საქმეს და ყოველთვის საუკეთესო შედეგი იყო სამეგრელოში, რაც ყველაზე მტკივნეულია მისთვის და სამეგრელოში მისი წაგებაა ყველაზე უფრო მტკივნეული. წააგაო ლევან ხაბეიშვილთან, რაც ვერ გადაიტანა. ჭორაობას, რასაც ის აწარმოებს პარტიის წინააღმდეგ, მე არ ვთვლი საჭიროდ, რომ მასთან დავიწყო რაიმე საუბარი… მოვიდეს პარტიაში, თქვას, რომ ჩემს მიმართ აქვს პრეტენზიები და მოუსმინოს ყველამ, რა პასუხს გასცემენ”.
ნიკა მელიამ გუშინ გადაცემა “რეაქციაში” თქვა, რომ არჩევნების დროს, ზაზა გორიზიასა და ფრიდონ ინჯიას შეთანხმებით ნაციონალური მოძრაობის კანდიდატების ნაცვლად სამეგრელოს სოფლებში ინჯიას პარტიის წარმომადგენლები დააყენეს.
კომენტარები