რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს, უწყებამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ოკუპანტებმა უცხოელი სამხედროები გაანადგურეს, საიდანაც 50 მებრძოლი, მათი თქმით ქართველია.
“ბოლო სამი კვირის განმავლობაში 391 უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცი დაიღუპა, კიდევ 240-მა კი უკრაინა დატოვა. ამ პერიოდში 166 დაქირავებული ჯარისკაცი მოკლეს პოლონეთიდან, 50 – საქართველოდან, 23 – დიდი ბრიტანეთიდან, 23 – რუმინეთიდან, 15 – კანადიდან”, – წერს რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია.
ცნობისთვის, უკრაინაში, ომის დაწყების დღიდან, 15 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
შეგახსენებთ, ამ დეზინფორმაციის გავრცელება “დაემთხვა” საქართველოში უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის წევრების დაბრუნებას.
კომენტარები