სოციალურ ჯგუფში, ანიტასათვის, ახალ წერილს ანთავსებენ:
“გავაცილეთ ჩვენი ანგელოზი.
სიყვარულის გოგო.
უამრავმა შეძელით და ტკივილის მიუხედავად – ანიტუკას დედიკოს და მამიკოს დაუდექით გვერდში მოსვლით.
უამრავი გვეუბნებით, რომ ანიტუკა პატარების ანგელოზად და მფარველად იქცა.
ჩვენი გოგო აგრძელებს სიკეთეების კეთებას და არც ჩვენ მოვდუნდეთ.
არ ჩავაქროთ ჩვენ გულში მისგან დანთებული ცეცხლი.
არ მიატოვოთ პატარები #ანიტას ❤️ისთვის.
მადლობა, ჩვენო გოგო. ❤
პ.ს წეღან მარიკო ამბობდა, არ უხდება ჩვენ გოგოს სხვა გრძნობა- გარდა უდიდესი სიყვარულისა.
დიახ, ამ ციცქნამ მოახერხა და ყველაფერში განზავებული სიყვარული დატოვა და უნდა გაგრძელდეს”
კომენტარები