ბიძინა ივანიშვილის ერთადერთი ძალა ფულია, რომელიც ცდილობს, პარტიებს მინიმალური ფინანსური სახსრებიც კი წაართვას. ამის შესახებ პარტია „ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ გადაცემა „შუადღის სტუდიაში“ განაცხადა.
მისი თქმით, პარტიები როგორმე მოახერხებენ, გაძლონ ოფიციალური დაფინანსების გარეშე.
„მე მეცინება ეგეთ რაღაცეებზე, მაგათი ტვინი ხომ ფულის იქით არ მიდის. ბიძინა ივანიშვილის ერთადერთი ძალა ფულია, კაცმა თქვა, რომ ამ ქვეყანაში ჩემს გარდა ფული არავის აქვს, პარტია რომ დააფინანსოსო და მე მოვიგებ არჩევნებსო. ახლა ცდილობს, მინიმალური სახსრებიც კი წაართვას პარტიებს, რაც დიდი ხანია, ჩემს პარტიას გაუკეთა.
2016 წლის დაფინანსება წამართვეს, 2013 კვალიფიციური პარტიის სუბიექტის წოდება და დაფინანსება არ მომცეს, მიუხედავად იმისა, რომ 11% მქონდა აღებული და მეკუთვნოდა.
დიდი ხანია ამას ბიძინა ივანიშვილი ჩემს წინააღმდეგ იყენებს. მაგრამ, სხვა პარტიებიც მოახერხებენ როგორმე გაძლონ მაგათი გადმოგდებული მათხოვრული გროშების გარეშე“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტას, ვინც პარლამენტში არ შევა, „ლოგიკურს“ უწოდებს და არ გამორიცხავს, რომ კანონში შესაბამისი ცვლილებები შევიდეს.
კომენტარები