“ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე, სოციალურ ქსელში, აქვეეყნებს ნინო ბურჯანაძის და გიგა ბოკერიას ფოტოს და წერს:
“ქართული მარშის” ოფიციალური წინადადება –
ამ ბოლო ხანს მუდმივად ისმის ბრალდებები რუსეთის აგენტობასთან ან დაფინანსებასთან დაკავშირებით !!! ვთავაზობ ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის ლიდერს მამუკა ხაზარაძეს (ლელო), გიგა ბოკერიას (ევროპული საქართველო), ნინო ბურჯანაძე (დემოკრატიული მოძრაობა), დავით თარხან მოურავს (პატრიოტთა ალიანსი), კობა ნაყოფიას (ნაციონალირი მოძრაობა), ლევან ბერძენიშვილს (რესპუბლიკური პარტია) ,ქართული მარში – შემდეგ შეთავაზება – წინადადებას – გავიაროთ ტესტირება “სიცრუის დეტექტორზე” და საქართველოს მოსახლეობამ პირდაპირ ეთერში შეიტყოს ვინ ვინაა ???
რა თქმა უნდა კითხვები არ შეეხება პირად თემებს ან სხვა საკითხებს – იქნება 3 კითხვა –
1) მიგიღიათ თუ არა დავალებები უცხოეთის სპეცსამსახურებიდან ???
2) ხართ თუ არა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების აგენტი ???
3) მიგიღიათ თუ არა პოლიტიკური ფული რუსეთიდან ???
ქართველი ხალხი იმსახურებს პასუხებს ამ უმნიშვნელოვანეს კითხვებზე !!! დარწმუნებული ვარ რომ 80% უარს იტყვის “სიცრუის დეტექტორზე”, გაიქცევა, დაიმალება, თუმცა თუ 20% მაინც გაბედავს, ესეც შედეგია !!! მე როგორც “ქართული მარშის” ლიდერი მზად ვარ ვიყო პირველი ამ ტესტირებისას, რადგან ზუსტად ვიცი რომ პირნათელი ვარ ჩემი ქვეყნის წინაშე !!! ყველას დავუგზავნი ოფიციალურ წერილს და თხოვნას რომ ერთად, პირდაპირ ეთერში ვთქვათ და დავადასტუროთ სიმართლე !!! ——-
P.S. ტექნიკურ მხარეს და უახლოესი მოდელის “სიცრუის დეტექტორის” აპარატს “ქართული მარში” თავის თავზე იღებს !!!”
კომენტარები