პოლიტიკოსი და დიპლომატი ზურაბ ჭიაბერაშვილი:
“პროცესი ფეისბუქიდან გადასატანია გარეთ.
არ ვგულისხმობ მხოლოდ მიტინგს და დემონსტრაციას, რომლებიც აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისია.
ასეთი მდგომარეობა ამ ქვეყანაში იყო 1989 წელს.
როგორც მაშინ, ახლაც საჭიროა დიდი დარბაზული შეხვედრები, ვთქვათ, ფილარმონიაში.
დუღილია საჭირო. ემოციაა საჭირო. მოძრაობაა საჭირო.
კარგად მესმის, რომ ეს არ იქნება მწყობრი, ორგანიზებული შეხვედრები, გაწერილი დღის წესრიგით. უფრო მეტიც, ბევრ ჭკვიანურთან ერთად ითქმება ბევრი სისულელეც.
ამან არ შეგაშინოთ.
მთავარია დუღილი. მთავარია მოძრაობა.
მთავარია, გავიდეთ გარეთ.
არა ერთი აქციისთვის.
არა ერთი დღით.
პარტიებმა, პარტიულობამ მნიშვნელობა დაკარგა. არჩევნები არაა, გამოცხადებული ომია.
სამოქალაქო მოძრაობის დროა.”
კომენტარები