დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, აღდგომას საფლავზე გასვლა, რეკომენდაციების დაცვით, შესაძლებელი იქნება.
„ჩვეულებრივად გავიდეთ საფლავზე, როგორც წესი და რიგია, პატივი მივაგოთ ჩვენი მიცვალებულების ხსოვნას, მაგრამ სასაფლაოზე ქეიფი საჭირო არ არის. საფლავზე ,,ქეიფის მოწყობა” არც რელიგიურადაა სწორი და არც მე მიმაჩნია მიზანშეწონილად“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
კომენტარები