ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე:
“გ ა ვ ი გ ე! ის დააკავეს, ეს გადადგეს, იმას პასუხი მოეთხოვოს!… ყველაფერი გავიგე! მაგრამ, არავისი დაჭერა, არავისი გადადგომა, არავისი არაფერი აღარ გ ი შ ვ ე ლ ი თ, თუკი ტ რ ა გ ე დ ი ა უკვე მოხდა!
არაფერს აღარ ექნება მნიშვნელობა საბოლოოდ! ამიტომ, ბ ა ვ შ ვ ე ბ ო! არასოდეს, არც ერთ ადგილზე, არ შეეხოთ იმ წ ყ ა ლ ს, სადაც ამა თუ იმ ფორმით დ ე ნ ი გადის! რაც არ უნდა ი ზ ო ლ ა ც ი ა ჰქონდეს…
შადრევანი, რომელიც “ც ე კ ვ ა ვ ს” ან განათებულია, არ არსებობს, ამას ე ლ ე ქ ტ რ ო ო ბ ი ს გარეშე
აკეთებდეს…
ჩასვლა შეიძლება მარტო ისეთ შადრევნებში, სადაც წყლის ჭ ა ვ ლ ი მიიღწევა მხოლოდ მილების ბოლოების დავიწროვებით და ის არც “ცეკვავს” და არც ანათებს! “უ ბ რ ა ლ ო” შადრევნებში იჭყუმპალავეთ რამდენიც გსურთ…
არავითარ შემთხვევაში, არც კი გაბედოთ ჩახვიდეთ “მანათობელ” და “მოცეკვავე” შადრევნებში!
დ ა ნ ა შ ა უ ლ ი ა, როდესაც ახალ “მოცეკვავე” თუ განათებულ შადრევანს ხსნიან და ტელევიზიასთან ინტერვიუში აცხადებს რომელიმე თანამდებობის პირი – “აქ ბავშვები მოვლენ და იჭყუპლავებენ, უახლესი ტექნოლოგიაა და დაცულიაო” – არ არსებობს ტექნოლოგია, რომელიც წყალზე დენის გაჟონვას 100 პროცენტით გ ა მ ო რ ი ც ხ ა ვ ს!
მე ვფიქრობ, ესეც უნდა გამოაცხადოს მ ე რ ი ა მ ა ც და სხვა სამსახურებმაც… დენი და ძაბვა ყოველთვის საშიშია წყალთან შეხებაში, რაც არ უნდა კარგად იყოს “დაცული” და “იზოლირებული”. გარკვეული რ ი ს კ ი მაინც რჩება და დენთან დაკავშირებული რისკები მუდამ ს ა ბ ე დ ი ს წ ე რ ო ა!
უფროსებო –
ყოველთვის გააფრთხილეთ ბავშვები, მიუთითეთ,
რომ არ მიეკარონ წყალს, სადაც დენია შეხებაში…
მადლო ბა… მიყვარხარ თ…”
კომენტარები