გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე:
,,ძალიან სამწუხაროა და ვფიქრობ, შეურაცხმყოფელიც, როცა ვინმეს კარგავ და ამას „პოლიტიკის გამო“ ერქმევა, რადგან არავითარი პოლიტიკა არ ღირს ცოცხალი ადამიანის (მითუმეტეს, ახლობლის), ცხოვრებიდან გასაქრობად. ლამაზი და სწორი სიტყვებია, ხომ ასეა? თუმცა, მხოლოდ სიტყვებად რჩება.
მთავარი სულ სხვაა – ე.წ. პოლიტიკამ (სინამდვილეში, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხებმა) ბოლომდე გამომაჟღავნა უკლებლივ ყველა ადამიანის სახე, სააშკარაოზე გამოიტანა ვინ რაზეა წამსვლელი და ხელისმომწერი. ეს სახე, ძალიან ხშირად, იმდენად სამარცხვინო და მოღალატეობრივია, რომ გარდა ბრაზისა და იმედგაცრუებისა, სხვის მაგივრად გრცხვენია და გული გტკივა, – „შენც, ბრუტუს?!.“
რასაკვირველია, კაცი-ქალი იმით იზომება, რა ცხოვრებით ცხოვრობს, მაგრამ თურმე, არ ყოფილა საკმარისი. მთავარია, გადამწყვეტ მომენტში, ვინ როგორ როგორ მოიქცევა, ვინ ჩასცემს მახვილს სამშობლოსა თუ ახლობელს. ამიტომაა, რომ არცთუ იშვიათად, უკიდურესი ცოდვილი წმინდანი ხდება და ცხოვრებაში „წმინდანი“ ცხოვრებაშივე ხვდება ჯოჯოხეთში, რადგან ვერ მიხვდა – ხალხი არ გაპატიებს!
ვითარებამ მოიტანა, რომ ორი არჩევანის გარდა, გამოსავალი ფიზიკურად არ დაგვიტოვეს. გავიგე, მესმის, ვიცი – უსამართლოდ დაგჩაგრეს, დედა გიტირეს, ან კიდევ კეთილდღეობის ყველა გზა ჩაგირაზეს, მაგრამ ამიტომ რა, შენც უნდა გააძრო მახვილი, შეუერთდე მკვლელების ბანდას და ჯიჯგნო და ჯიჯგნო ქვეყანა? არ გცეს პატივი, შენ ეცი საკუთარ თავს პატივი და იპოვე გამოსავალი, მინიმუმ, გაჩუმდი და სატანის ქირქილით, შენთვის დაელოდე საქართველოს სისხლში ჩახრჩობას.
მაგრამ არის აქ ერთი დიდი „მაგრამ“ – ჩუმად ყოფნაში არავინ არაფერს იძლევა, მითუმეტეს, არავინ არიგებს თანამდებობებს მომავალ მთავრობასა თუ პარლამენტში!
შედეგი ყველაზე საცოდაობაა: „არც აქანა, არც იქანა“!
კომენტარები