ამ წუთებში, ქუთაისში, საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორიიდან შსს–ს წარმომადგენლებს ტერიტორიიდან ჟურნალისტების გაჰყავთ.
ადგილზე მყოფი ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ სავარაუდოდ გაუგონეს სროლის ხმა და სწორედ ამ ინფორმაციის დადასტურებას ან უარჰყოფას ელოდნენ შსს–გან.
გარდა ამისა, ადგილზე მყოფი კორესპოდენტების თქმით, ადგილზე შეინიშნება სამართალდამცველების გადაჯგუფება.
ტერიტორია დატოვა ავტომობილმა და ჟურნალისტების თქმით, ასევე სასწრაფო დახმარების მანქანამ, რომელმაც სავარაუდოდ გამოიყვანა დაშავებულები.
უცნობია, არის თუ არა ვინმე დაშავებული, ან დაკავებულია, თუ არა თავდამსხმელი.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მძევლების ნაწილი გაათავისუფლეს, თუმცა, ჯერჯერობით ამას არავინ ადასტურებს, ან უარჰყოფს.
კომენტარები