თეოლოგი ბექა მინდიაშვილი:
“რას ნიშნავს დასავლეთის მიღმა, ახალი რკინის ფარდის რუსულ მხარეს დარჩენილი საქართველო, როგორი იქნება იგი
რასაკვირველია, პირველ რიგში, ან მთლიანად გაუქმდება არჩვენები, ან მას ექნება მხოლოდ და მხოლოდ ფორმალური ხასიათი – ძალაუფლებას განახორციელებს კარგად შეკრული ავტორიტარული რეჟიმი, შესაძლოა ეს იყოს ერთი ადამიანის ტირანული მმართველობა, რომელიც დაეყდრნობა “ხალხის ნებას”, გამოგონილ “უმრავლესობას”, – ამ ილუზიას. აქ არათუ დემოკრატია, ფასადური დემოკრატიაც კი დასრულდება
გაქრება, ან მინიმუმამდე დავა პარტიული მრავალფეროვნება – განსხვავებული პარტიები იარსებებენ მხოლოდ და მხოლოდ ფორმალურად, ან საერთოდ არ იარსებებენ
ნამდვილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ან დატოვებენ ქვეყანას, ან მათ ციხეში ჩაყრიან, ან უბრალოდ ფიზიკურად გაანადგურებენ. ასევე აქტიური რეპრესები გატარდება სამოქალაქო აქტივისტების, არასამათავრობო სექტორის, მედიისა და ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვინც საჯაროდ გამოხატავს თავის კრიტიკულ აზრს, პროტესტს, უკამყოფილებას
რეპრესიებს არ ექნება მხოლოდ ფიზიკური ხასიათი, არამედ – მორალურიც, – ყველა დონეზე დაიწყება წმენდა და ტერორი: ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს დაატოვებინებენ სამსახურებს, შეუკერავენ ცრუ ბრალდებებს, ქუჩებში პოლიტიკოსებს, თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს გალახავენ, საჯაროდ დაამცირებენ. პროპაგანდისტული მედია იმუშვებს ოპოზიციონერების რეპუტაციის შელახვაზე, მათ “შეარცხვენენ”, მათ წინააღმდეგ დაგეშავენ ე.წ. “ხალხს”, – სინამდვილეში კი ხელისუფლების პარტაქტივსა და სპესამსახურების აგენტურას.
აქტიური რეპრესიები გაგრძლედება მანამდე, სანამ ყველა დონეზე, ყველ შრეზე არ გაიწმინდება პოლიტიკური და საჯარო სივრცე განსახვევებული პოლიტიკური აზრისა და აქტორებისგან. ამიტომ, გაქრება ოპოზიციური მედია და შეიძღუდება სოციალურ ქსელებზე წვდომაც.
ეკონომიკურად ჩამოვეკიდებით რუსეთს. საქართველო დაიბრუნებს იმ ფუნქციას, რაც მანამდე, იმპერიასა და საბჭოთა კავშირიში ჰქონდა: ბუფერული ზონა თურქეთსა და რუსეთს შორის, სადაც რუსები დაისვენებენ, გაერთობიან, მოილხენენ, ჩვენ მათთვის გავხდებით ისევ სოლნეჩნაია გრუზია: მათ დაკრულზე დავაცხობთ ხაჭაპურებს, მოვახვევთ ხინკალს, დავწურავთ ღვინოს, ვიცეკვებთ, ვიმღერებთ, კინოს გადავიღებთ და სპექტაკლებს დავდგამთ.
საქართველო დასაველთის გარეშე ჩაიძირება კორუფციაში და კოლაბარანტი პოლიტიკური, ფინანსური, კულტურული, რელიგიური ელიტის გარდა, ხალხი ეკონომიკურად გაპარტახდება, მაგრამ აქტიური პროპაგანდა სიდუხჭურეს მთლიანად გადაფარავს: ჩვენ ვიქნებით ბედნიერებისგან გამოთაყვანებულები, რადგან, გვეცოდინება, რომ დავამარცხეთ ანტიქრისტე, მტერი ნაცები, ურჩხული მიშა, დავამარცხეთ გარყვნილი ევროპა და ამერიკული მილიტარიზმი, დაცავით სუვერენიტეტი: ჩვენი ეროვნული გმირები იქნებიან: ბორინკა, რომელიმე ღარიბაშვილი, სოზარი, ყაველაშვილი, ის ამბოხებული ექიმი კაცი, რაინდი, იოანე გამრეკელი, სპირიდონ აბულაძე, ხოლო ეროვნული დამოუკიდებლობის დღედ 5 ივლისს დააწესებენ
ჩვენ ეკონომოკურად და ყველანაირად გადავუსწრებთ ამერიკას, კანადას, ბრიტანეთს (სადაც ხალხი შიმშილობს), გერმანიას (სადაც გაზი არაა და ტანს თვეში ერთხელ იბანენ), საფრანგეთს, ავსტრალიას, შვეიცარიას (მაგათი ბაბო რო გაათხოვა ქართველმა ერმა), ყველას, – რუსეთის გარდა.
უსაფრთხოების კონცეფციაში ჩვენი მთავარი მტერი სახელწიფოები იქნებიან: 1. უკრიანა, 2. აშშ 3. შვეიცარია
მალევე მიიღებენ კანონებს და დასრულდება ყველანაირი თანასწორობისა და თავისუფლების ღირებეულებებზე დაფუძნებული პოლიტიკა, მოხდება გამოხატვის თავისუფლებისა და განსახვებული ორიენტაციის ადამიანების “ქუჩაში გამოსვლის” კრიმინალიზაცია, აიკრძალაება ე.წ. სექტები, რელიგიის სააგენტო არამარტო ოფიციალურ რელიგიებს, არამედ საპატრიარქოსაც დაიქვემდებარებს – ავტორტარიზმი ორ ავტორიტარს ვერ აიტიანს. თუმცა სამღვდელობა ამას საერთოდ არ გააპროტესტებს, არამედ იგი გახდება ქართული უმრავლესობის ტირანიის გულისგული, რომლითაც განსაკუთრებით დაზარლდებიან და ფსიქიკურად და მორალურად განადგურდებიან ახალგაზრდები
ტოტალური გახდება ქალისა და ბავშვის ჩაგვრა, პირველ ეტაპზე წარმოუდგენლად გაიზრდება ქალთა მკლელობის რაოდენობა
დასრულდება განათლების ყველანაირი რეფორმა: სკოლებში ბავშვები ისევ ისწავლიან უზარმაზარ ტყუილებს საქართველოსა და რუსეთის ისტორიის, კულტურისა და ლიტერატურის შესახებ, რადგან პროგრამები თავიდან ბოლომდე პარტიულ პროპანდისტულ მიზნებს იქნება დაქვემდებარებული. ამ ყველაფერს დაემატება რელიგიისა და რელიგიური მორალის, ერთმორწმუნეობის ყველაზე რადიკალური და “მრაკობესული” ფორმით სწავლება სკოლაში. ბავშვების განათლების ხარისიხი უკიდურესად დაეცემა – აი, ახლა რა კატასტროფულიც არის, იმაზე გაცილებით უარესი იქნება
საქართველოში დაიხურება ის უმაღლესი საწავლებლები სადაც თავისუფალი აზრისა და დასავლური განათლების სტანდარტებისადმი სწრაფვა იქნება შენარჩუნებული. სტუდენტები ვეღარ მიიღებენ განათლებას დასავლურ უნივერსიტეტებში, – აღარ იარსებებს შესაბამისი ხელშემწყობი სახელმწიფო თუ დასავლური პროგრამები, – ერთეულები შეძლებენ სწავლას რუსულ უნივერსიტეტებში, რადგან ამ უნივერსიტეტებში “გამოჩლუნგების” ხარისხი ქართული ავტორიტარიზმისმისთვის დამაკმაყოფილებელი მაინც არ იქნება
ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად დაბრუნდება ქურდული სამყარო – ბავშვების საკმაოდ მოზრდილი ნაწილი ისევ იოცნებებს იმაზე, რომ “ქურდი გამოვიდეს”.
ჩაიკეტება საზღვრები, ევროპასთან უვიზო რეჟიმი გაუქმდება და პირიქით, ვიზები აღარ იქნება საჭირო რუსეთში ჩასასველად. დასაველთი დროთა განმავლობაში გახდება სრულიად უცხო და მიუღებელი სამყარო, რომლის შესახებ უმრავლესობა ვიმსჯელებთ მხოლოდ მითებისა და სტერეოტიპების საფუძველზე, ოფიციალური პროპაგანდის შესაბამისად
მანამდე კი საქართველოდან გადახვეწილთა რაოდენება გახდება რეკორდული და ეს გამოიწვევს ინტელექტუალურ და მომავალში, დემოგრაფიულ კატასტროფას
კიდევ ბევრი სხვა უბედურება დაგვატყდება თავს და ახლა მხოლოდ წარმოსახული ანტიუტოპია, საუბედუროდ, ეს უკვე საერთოდ აღარ არის.
ესაა, რაც ჩვენ, ამაზე გაცილებით უფრო მძიმე ფორმებით, სსრკ-ში გამოვიარეთ, სადაც მასობრივი დახვრეტების მიუხედავად, ათიათასობით გადასახლებული, დასახიჩრებული ადამიანიას მიუხედავად, ვაგრძლებდით მზიან სამშობლოზე, მთაგორებზე, ვაზზე, ღვინოსა და დიად ბელადებზე ლექსების წერას, კინოს გადაღებას, თეატრების დადგმას; ადამიანები ძალით იცინოდნენ და მთელი არსებით ბედნიერებას თამაშობდნენ იმის მიუხედავად, რომ მშობლები, ძმები და დები, შვილები, მეგობრები დახვრეტილები იყვნენ, ან გულაგებში ეწამებოდნენ. შიში ნამდვილად სიყვარულისა და ბედნიერების ყველაზე დიდი შემოქმედი იყო
თუმცა ამ მიმართულებით საქართველოს “აყვავების” ყველა ნიშანი ივანიშვილისა და ქართული ოცნების მმართველობის პირობებშიც აშკარაა, – ეს უბედურება, ეს დიდი კოლაფსი, დანამვიდლებით შეიძლება ითქვას, უკვე დაწყებულია
ჩვენ თუ დასაველთის მიღმა, ფარდის აქეთ დავრჩებით, თითით საჩვენებელ მსოფლიო სირცვხვილად ვიქცევით, ჩვენ გავხდებით პუტინის ნეკროფილური, მანიაკალური ჯოჯოხეთის ნაწილი და ასე, ამ ჯოჯოხეთში ვიარსებებთ, ვიდრე რუსული იმპერია მიწის პირისაგან არ აღიგვება, ვიდრე ღმერთი არ ამოშანთავს სიცოცხლის წიგნიდან ამ რუსულ ბოროტებას
სამაგიეროდ, ჩვენ და ჩვენი შვილები ვიქნებით ამაყები, რომ რაღაც წარმოსახულ ევროპულ ომში არ ჩავებით, არა და არ დავუხარეთ თავი დასავლეთს, არ დავკარგეთ ჩვენი მეობა და ბატონი ბიძინას უნიტაზი არავის დავუთმეთ. განა ეს ცოტაა?
კომენტარები