„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი შს და პრემიერ მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ მას პრემიერ მინისტრობა არ უნდოდა და ეს მისმა მეგობრებმა გადაწყვიტეს.
„მე არ მინდოდა პრემიერ მინისტრობა. 2012 წელს, გაზაფხულზე, შეიკრიბნენ ჩემი მეგობრები და რადგან მაშინ მე მქონდა მაღალი რეიტინგი, გადაწყვიტეს, რომ მე უნდა გავმხდარიყავი პრემიერი.
მე ამის წინააღმდეგი ვიყავი. გავხდი პრემიერ მინისტრი და მე პრემიერ მინისტრობა არ მომეწონა. მე მიყვარს კონკრეტული საქმეების კეთება, რეფორმების გატარება, აღმშენებლობა. ერთი სიტყვით, არ მომეწონა პრემიერ-მინისტრობა.
როცა ჩვენ გავიმარჯვებთ და ეს ხელისუფლება დასრულდება, ოპოზიციას ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უფრო მეტი საქმე ექნება გასაკეთებელი, რადგან საქართველო ძალიან ჩამორჩა როგორც რეგიონის, ისე მსოფლიოს მოვლენებს.
ამიტომ, მე ვიქნები ძალიან აქტიური, მაგრამ არ ვიქნები არც ერთ თანამდებობაზე, ეს შეუძლებელია“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა „მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში.
მისივე მტკიცებით, “მენდეთ, ადამიანი რომელიც პრემიერად მუშაობდა, ის მინისტრად ვეღარ იმუშავებს. მე სხვადასხვა თანამდებობევზე მიმუშავია.
მე თუ შევხედე რომ საქართველოში უკეთ წავა საქმე, ტაშს დავუკრავ. ახლა 2003 წელი კი არ არის, ახლა 2020 წელია”.
შეგახსენებთ, თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, დღეს ვანო მერაბიშვილი ციხიდან გათავისუფლდა.
კომენტარები