ბლოგერი, ლევან ყურაშვილი:
“ფული ან მიგაქვს სახლში, იშენებ აგარაკს, აუზს, ყიდულობ ასიათასიან საათებს, მანქანას, იახტას, საკუთარ ვერტმფრენს, იფორმებს ტყეებს. არჩენ ათასობით უსაქმურ პარტაქტივს, რომელთა ერთადერთი ფუნქცია არჩევნებზე ხმების მოტანაა.
ან
აშენებ სახელმწიფოს.
სადაც ორი დღის გახსნილი ხიდები თავზე არ გენგრევა, სადაც თბილისიდან-რუსთავამდე ავტობანს ათწლეული არ აშენებ, ბოლოს კი აკონსერვებ. სადაც ბელარუსებისთვისა და თურქებისთვის არ გიწევს ღრიტინი, არიქა, თქვენი ჭირიმე, უნიკალური ტყე მეწვება ბორჯომში, იქნება ჩამაქრობინოთო.
სადაც პირადი ვერტმფრენის მაგივრად, სამაშველოს ყიდულობ. და ტრაგედიიდან-ტრაგედიამდე არ გაიძახი, ააააი, ახლა ნამდვილად შევიძენთ ვერტმფრენებსო.
მოკლედ, ან აშენებ ქვეყანას ან საკუთარ აგარაკს.
ორივე ერთად არ გამოდის.
ესენი აგარაკს აშენებენ.
ამ ქვეყნის მოქალაქეების მაქსიმუმი აგარაკებზე/დენდროლოგიურ პარკში მებაღედ ან აუზის მწმენდავად დასაქმებაა.
ნუ, თუ გზად რიკოთზე ჩამოწოლილმა მეწყერმა არ წაგვიღო ან რომელიმე ახალაშენებული ხიდი ფეხქვეშ თუ არ ჩაგვენგრა.
ან “ჩემადან, ვაკზალ, ელ პასო.”
პ.ს. ან კიდეა ერთი ვარიანტი: მორჩეთ ამ “გლეხი კაცითვინ მაინც არავინ არი” ბოდვას და გავყაროთ ეს კორუფციონერი, არაფრისმაქნისი ნაბიჭვრები ხელისუფლებიდან!”
კომენტარები