რუსთაველის თეატრის მსახიობი, მურმან ჯინორია ლანჩხუთში იმყოფებოდა. მსახიობმა მონო-სპექტაკლში -„ქარი მწყურია მე პირდაპირი“ ითამაშა გასული წლის 27 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამიდან 7 დღეში.
საათნახევრის განმავლობაში მსახიობი კითხულობდა ქართველი პოეტების, შოთა ნიშნიანიძის, მურმან ლებანიძის, ტერენტი გრანელის, ლადო ასათიანის, მიხეილ ქვლივიძის, ჯანსუღ კახიძის და რაღა თქმა უნდა, გალაკტიონის ლექსებს.
„დღეს დარბაზში ისეთი მაყურებელი იჯდა, ყველა ნიუანსი რომ ესმოდა და თქვენც დაინახეთ, არც მსურდა დასრულებულიყო. დიდი მადლობა ამისთვის. სხვათა შორის, მეოთხედი გურული ვარ, აქ ჩემი დედულეთია და მიყვარს გურია, თუმცა ლანჩხუთში პირველად ვარ და აღფრთოვანებული ვარ თქვენით. ეს სპექტაკლი „გავრილოვის ღამეს“ დარბეულ და დასახიჩრებულ ახალგაზრდებს მივუძღვენი“
ცნობილმა მსახიობმა ერთი ლექსი ცალ თვალზე ხელაფარებულმა წაიკითხა.
“ალიას” არქივი
კომენტარები