“მთავარი არხის” ინფორმაციით, ახალი კორონავირუსი ორ სამხედრო მოსამსახურეს დაუდასტურდა. ტელეკომპანიაში წყაროზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ დაავადებულები გორის ჰოსპიტალში არიან მოთავსებულები. ისინი ეროვნული გვარდიიდან გადაიყვანეს ჰოსპიტალში.გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსზე კიდევ ორი ჯარისკაცის ტრსტის პასუხები დღეს გახდება ცნობილი.
თავდაცვის სამინისტროში ჯარისკაცების კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დაუდასტურეს.
მეტიც, უწყების პრესსამსახურში გავრცელებულ ინფორმაციას “დეზინფორმაცია” უწოდეს.
კომენტარები