“ლეიბორისტული” პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა “ტვ პირველთან” ამბობს:
“ეს პოლიტიკა, ეს ქმედებები, რაც ხორციელდება, ეს არის დანაშაული, ეს არის გენოციდი. განა ვერ აკეთებენ, ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელსაც ივანიშვილი და მისი მარიონეტები ახორციელებენ. მიზანია, რაც შეიძლება დაითრგუნოს მოქალაქე, სოციალურად მძიმე ვითარებაში იყოს და მისი მართვა მერე არის ადვილი. ადამიანი გადადის თითგადარჩენის რეჟიმში, ის ითრგუნება და ძალიან ადვილია მერე არჩევნებზე მისი ხმის ყიდვა. მაგალითებს ხომ უყურებთ? – 10 კილოგრამი კარტოფილი, ან 20 ლარი უჯდებოდათ ამომრჩევლის ყიდვა.
640 ათასი სოციალურად დაუცეველი, ღატაკია, ქვეყანაში. მხოლოდ 80 ათასი ოჯახია, რომელსაც რეალურად შემოსავალი გააჩნია, ანუ, მოსახლეობის 92-93 პროცენტი გაჭირვებაში ცხოვრობს. ჩვენ გვყავს 80 ათასი ბავშვი, რომელიც შიმშილობს… ივანიშვილმა პირდაპირ განაცხადა, არა გვაქვს სამუშაო ადგილები და გაიქეცით უცხოეთშიო. ჩვენი ეკონომიკა რაზე დაფუძნებული? – გაქცეული ხალხის გადმორიცხულმა ფულმა შეადგინა თითქმის 2 მილიარდი და ეს ასულდგმულებს ამ ქვეყანას. ეს გაძვირებები, სესხის, პროდუქტების, ენერგეტიკის, საწვავის – ამას ყველაფერს ხაპავს ხელისუფლება, იღებს გადასახადების სახით, მათი ბიზნესია, მონოპოლიური ბიზნესია და ხალხი რჩება სიღატაკეში გაუბედურებული.
გაზაფხულისთვის აპირებენ პურის ფასის კვლავ გაძვირებას, მარაგები ცარიელდება ხორბლის, კი არ შემცირდება გაზაფხულზე ფასი, არამედ გაიზრდება.
ჩვენ რომ დავკავდეთ შეგონებით, რომ არიქა, გაითვალისწინებენ, რომ ბავშვი შიმშილობს, იქ მოხუცს წამლის ფული არა აქვს… უნდა მოვახდინოთ სოციალური რევოლუცია, უნდა ამოვაყირაოთ ყველაფერი, სხვა შემთხვევაში, ეს იგივეა, მგლებს ჩაბარებული ქონდეთ ცხვრის ფარა – შეჭამენ, გაანადგურებენ და ისულდგმულებენ ამ ხალხიდან ამოწურული სისხლით.
თუ არ შევეჩვიეთ სოციალურ საკითხებზე ფართო მასშტაბიანი აქციების გამართას, სანამ წიხლს დაგვაჭერენ. ითვლიან ათასობით ბავშვს, რომელსაც ინტერნეტი არა აქვს ონლაინ სწავლების პირობებში და სმარტფონები, კომპიუტერები არა აქვთ – გავწირეთ ეს ბავშვები, 21-ე საკუკუნეში წერა-კითხვის უცოდინარი თაობები გვეყოლება.
როდესაც დენის ტარიფი შევამცირებინეთ 2002 წელს, მაშინ საზოგადოება გამოდიოდა ამ სკაითხებზე. მერე შექმნეს ყალბი განცდა,რომ დამამცირებელია სოციალურ საკითხებზე გარეთ გამოსვლა. მიზანმიმართულად უნდა გამოვიდეთ, სესხი რომ იზრდება, ფასები რომ იზრდება პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, უნდა გამოვიდეთ და ვაჩვენოთ ჩვენი ძალა.”
კომენტარები