წალენჯიხის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის სახელოვნებო განყოფილებამ ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინო-თეატრის დარბაზში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ამავე განყოფილების მოსწავლეები და პედაგოგები.
სცენარის ავტორი და ორგანიზატორი გახლდათ დალი ვაშაკიძე.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და ქალბატონებს დედის დღე მიულოცეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ, მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ და ცენტრის დირექტორმა თეო კვარაცხელიამ.
სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრი ყველა ქალს, ყველა დედას კიდევ ერთხელ ულოცავს გაზაფხულის დღესასწაულებს.დაე, თქვენი ცხოვრების ყოველი დღე გაზაფხულივით ლამაზი ყოფილიყოს!
კომენტარები