“ლეიბორისტული” პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა “ტვ პირველთან” ამბობს:
“გაზაფხულისთვის აპირებენ პურის ფასის კვლავ გაძვირებას, მარაგები ცარიელდება ხორბლის, კი არ შემცირდება გაზაფხულზე ფასი, არამედ გაიზრდება.
ჩვენ რომ დავკავდეთ შეგონებით, რომ არიქა, გაითვალისწინებენ, რომ ბავშვი შიმშილობს, იქ მოხუცს წამლის ფული არა აქვს…
უნდა მოვახდინოთ სოციალური რევოლუცია, უნდა ამოვაყირაოთ ყველაფერი, სხვა შემთხვევაში, ეს იგივეა, მგლებს ჩაბარებული ქონდეთ ცხვრის ფარა – შეჭამენ, გაანადგურებენ და ისულდგმულებენ ამ ხალხიდან ამოწურული სისხლით, აბა, რას იზამენ?“
კომენტარები