პაატა შამუგია აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“მეგობრებო, ეს იქნებ არც არაფერს ნიშნავს, მაგრამ იქნებ ნიშნავს კიდეც – თავს დავიზღვევ…
აივანზე გაზის სადენი დამხვდა გადაჭრილი. მეზობლებთან გადასარევი ურთიერთობა მაქვს, გადასახადებს პატიოსნად ვიხდი – ვის და რატომ უნდა გადაეჭრა სადენი? ვინმე რომ გადმომძვრალიყო, მთელი წინა კორპუსი ნახავდა, ისეა დაგეგმარებული. არც იმის მჯერა, რომ ჩემი კარის გასახსნელად ვინმემ სპეცოპერაცია ჩაატარა, მაგრამ რა ვიცი, აბა. ცივა ცოტათი, ეგ ვიცი..’
კომენტარები